ქუჩა, რომელსაც ტაძრამდე მივყევართ

26062013601

  ძვირფასო დუშელებო, როგორც თქვენთვის ცნობილია, ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მეოთხე წელია, რაც ქალაქ დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თემაზე მუშაობს. ჩვენს მიერ განვლილი დროის განმავლობაში გაწეული მუშაობის შესახებ უახლოეს დღეებში მოგაწვდით სრულ ინფორმაციას.    დღეს გვინდა მოკლედ გაუწყოთ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი პატარა ქუჩის შესახებ. ეს ვიწრო ქუჩა ისტორიული დუშეთის ჩრდილოეთ უბანში მდებარეობს, ატარებს სააკაძის სახელს, [...]

არჩევნები

siaxleebi adgilobrivi tvitmmartvelobis arcevnebshi

     რა ცვლილებებია თვითმმართველობის კოდექსსა და საარჩევნო კანონდმებლობაში:    1. სიახლეა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატთა შემადგენლობის დაკომპლექტების წესსა და რაოდენობაში. დღეს მოქმედი საკრებულოს 28 წევრიანი შემადგენლობა არჩეული იყო ფორმულით: 10+18, სადაც 10 დეპუტატი წარმოდგენილი იყო პარტიული სიების მიხედვით (პროპორციული), ხოლო ჩვენი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული 18 თემი კი წარმოდგენილი იყო 18 დეპუტატით (მაჟორიტარები). 15 ივნისის [...]

ქალაქ დუშეთის კულტურული მემკვიდრეობა

cult_memk

  ქალაქი დუშეთი საქართველოს ერთერთი უძველესი ქალაქია. სპეციალისტთა მიერ იგი ხასიათდება, როგორც მდიდარი არქიტექტურული მემეკვიდრეობის ქალაქი, რომლის ისტორიული ნაწილის განაშენიანება მიეკუთვნება იმ ერთიან არქიტექტურულ მთლიანობას, რომელიც საქართველოს სხვა ისტორიულ ქალაქდაგეგმარებით სტრუქტურებთან ერთად ქართული ურბანული მემკვიდრეობის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია.ქალაქ დუშეთში გვხვდება:  წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის IX საუკუნის უძველესი ეკლესია ქალაქის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში; “წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი [...]

ყველანი ერთად _ ერიც და ბერიც

shexvedra meufestan kulturuli memekvidreobis temaze

   18 სექტემბერს დუშეთის სამრევლო სკოლაში, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოებრივი ჯგუფის ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შესახვედრად მობრძანდა მეუფე ზოსიმე იმ პრობლემურ თემებზე სასაუბროდ, რომელიც ეხება ქალაქ დუშეთის ისტორიული ზონის ურბანული განვითარების საკითხებს.    ეპარქმა ჩვენგან მოისმინა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ:1. უახლოეს პერიოდში საკრებულოს განხილვისა და მიღებისათვის წარედგინება უკვე დასრულებული პირველი სამართლებრივი [...]

რეორგანიზაცია

reorganizacia

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ვ. ჩოხელს,ასლი: საკრებულოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ც. საძაგლიშვილს,დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ ე. ტრიპოლსკისარასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ე რ თ ო ბ ლ ი ვ ი  გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა     დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ არასამთავრობო სექტორის მოსაზრებებს, წინადადებებსა და ძირითად შენიშვნებს:     [...]