
ჩემო მკითხველო, არ შემშლია: კონკურსი მოკვდა! კონკურსს გაუმარჯოს! ძალიან მოკლედ და მხოლოდ ზოგიერთ ასპექტზე დაყრდნობით მოგახსენებთ ამ უკვე ქრონიკულად მიმდინარე საკონკურსო ამბავზე: 2013 წლის 08 ივლისიდან დღემდე დუშეთის, და არა მხოლოდ დუშეთის მაცხოვრებელი მოქალაქენი, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა საკონკურსო ციებ-ცხელებაშია. გამგეობის ამჟამინდელი მოხელეები იმის მოლოდინში არიან, თუ ტოტალური დაუსაქმებლობის ეპოქალურ ადგილას [...]