
ქალაქი დუშეთი საქართველოს ერთერთი უძველესი ქალაქია. სპეციალისტთა მიერ იგი ხასიათდება, როგორც მდიდარი არქიტექტურული მემეკვიდრეობის ქალაქი, რომლის ისტორიული ნაწილის განაშენიანება მიეკუთვნება იმ ერთიან არქიტექტურულ მთლიანობას, რომელიც საქართველოს სხვა ისტორიულ ქალაქდაგეგმარებით სტრუქტურებთან ერთად ქართული ურბანული მემკვიდრეობის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია.ქალაქ დუშეთში გვხვდება: წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის IX საუკუნის უძველესი ეკლესია ქალაქის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში; “წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი [...]