
იყო და არა იყო-რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი წარმტაცი ქვეყანა, სახელად საქართველო და მის მთიანეთში კი, ერთი პატარა ქალაქი, სახელად დუშეთი. ამ ქალაქში იბადებოდნენ და ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთაც ღვთის ბოძებული ყველა სიკეთე დაჰყვათ დაბადებიდან: ჯანმრთელი სხეული, სუფთა სული, უმშვენიერესი ბუნება და საუკეთესო განცდა ერთიანობის, სიყვარულის, სილამაზის. მოდიოდნენ დასაბამიდან [...]