Archive for 05, 2013

საკუთრების უფლების აღიარება

sakutrebis uflebis mowmoba

    2007 წლის 11 ივლისს მიღებული იქნა საქართველოს კანონი “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ”. ამ კანონით წესრიგდება პირის მიერ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო მიწაზე ამ პირთა მიერ საკუთრების უფლების აღიარება.    რას გულისხმობს ტერმინი _ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის [...]

შეხვედრა გამგებელთან

dasuftaveba, sasflaoebi

   მ/წლის 13 მაისს არასამთავრობო ორგანიზაციების: საიას დუშეთის წარმომადგენლობა, დუშეთის სამოქალაქო საზოგადოებრივი კავშირი, თავისუფალი არჩევანი საქართველოსათვის, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ქალთა ასოციაცია “ბაზალეთის”, კავშირი ამოქალაქო განვითარებისათვის წარმომადგენლები შევხვდით დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ ვაჟა ჩოხელს. შეხვედრაზე გაჟღერდა ქალაქ დუშეთის დასუფთავებისა და სასაფლაოს მოვლა-პატრონობის საკითხებზე დღეისათვის არსებული პრობლემები.    არასამთავრობო სექტორის მიერ მიწოდებული იქნა პრობლემათა [...]

რას ნიშნავს სიტყვა “ლგბტ”

    რას ნიშნავს სიტყვა “ლგბტ”? არ ვიცი რას ნიშნავს ან როგორ იშიფრება. ხომ არ არის ეს არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მიმდევართა აღმნიშვნელი სახელების პირველი ასოები?   მე ვიცი ჩვენს ქალაქში განსხვავებული სექსუალური ქცევისა და მიდრეკილებების მქონე ადამიანთა არსებობის შესახებ, ისინი ჩვენს გვერდით არიან. მე ვიცი მათი საზოგადოებაში ყოფნის წესის შესახებ: მათ ჩვენსავით გააჩნიათ სამეგობრო წრე, ოჯახები, [...]

შეხვედრა საიას ოფისში

IMG_1807

დუშეთის საზოგადოებას გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია რეგიონალური საკითხების განხილვასა და მუნიციპალური თვითმმართველობის საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელებისას არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის ჩართულობის მიმდინარეობის პროცესის შესახებ.   პირველად არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის გაერთიანება დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ბატონ ირაკლი ტრიპოლსკისთან, 2013 წლის თებერვლის თვეში შემდგარ შეხვედრაზე დაფიქსირდა. ამ შეხვედრაზე გაცხადდა საზოგადოებაში დიდი ხნის წინ დაგროვილი პრობლემები.   მეორე [...]

ჩემი დღევანდელი ფიქრის საგანი

ჩვენს გარშემო ახალი ტერმინები მკვიდრდება: მონიტორინგი, ადვოკატირება, სამოქალაქო საზოგადოება, ჩართულობა, საჯაროობა, საზოგადოებრივი სექტორი და სხვა. გვჭირდება ამ ტერმინთა არსში გარკვევა? ეს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის? რა შეიცვლება? როგორ შეიცვლება?   ამბობენ, ტერმინი “სამოქალაქო საზოგადოება” ჯერ კიდევ არისტოტელედან მომდინარეობსო. რა არის სამოქალაქო საზოგადოება? ეს ჩემი, შენი, სხვათა თავისუფალი ერთიანობაა. იგი მოიცავს საზოგადოებრივ ჯგუფებს, არასამთავრობო სექტორს, გარკვეული საკითხის გარშემო [...]