კვლავ არჩევნები!

ნახევარ საუკუნეს გადავაბიჯე. ჩემი სამოქალაქო შეგნებულობის პერიოდში მხოლოდ ერთხელ მქონდა გულისა და გონების კარნახით ჩემი ნამდვილი არჩევანის გაკეთების საშუალება: საპრეზიდენტო არჩვენებში კაკო ბაქრაძეს მივეცი ხმა. ჩემი რჩეული იმ პერიოდში საერთო რჩეული ნამდვილად ვერ გახდებოდა.
სხვა არჩევნებში ყოველთვის ხმას რაღაცის საწინააღმდეგოდ ვაძლევდი იძულების წესით:
• კომუნისტების წასასველად _ ეროვნული იდეით მოსულ ძალებს;
• დრომოჭმულის მოსაცილებლად _ ახალგაზრდული შემართებით მოსულ ძალებს;
• თავს მოხვეული ძალადობისაგან გასანთავისუფლებლად _ ივანიშვილს.
ვიფიქრე, 50 წლის შემდეგ მაინც მომეცემა კიდევ ერთხელ გულისა და გონების კარნახით არჩევნის გაკეთების საშუალება. მინდოდა ამ არჩევნებზე ხმის მიცემა სალომე ზურაბიშვისათვის. ვაგლახ, დავკარგე თუ წამართვეს ნამდვილი არჩვანის გაკეთების საშუალება და რატომღაც ომარ ხაიამის ნათქვამი მახსენდება ჩემი საყვარელი ერთერთი რობაიდან: არ მსურდა დაბადება და მაინც დავიბადე; არ მსურდა სიკვდილი და მაინც მოვკვდი; და მე აღარა მაქვს სხვა სურვილები.
და მაინც…
მე აუცილებლად წავალ არჩევნებზე! ჩემს ბიულეტენს მე თავად ჩავუშვებ საარჩევნო ურნაში!
მაგრამ ამ არჩევნებიდან დაწყებული, მე _ მოქალაქე ლია როინიშვილი, აღარასოდეს აღარ მივცემ ხმას რაღაცის წინააღმდეგ! მე მხოლოდ ჩემს რჩეულს შემოვხაზავ ჩემს ბიულეტენში!
ბატონებო, მე ძალიან გაბრაზებული ვარ!

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki