ჟურნალი

საკუთრების უფლების აღიარება

sakutrebis uflebis mowmoba

    2007 წლის 11 ივლისს მიღებული იქნა საქართველოს კანონი “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ”. ამ კანონით წესრიგდება პირის მიერ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, ასევე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო მიწაზე ამ პირთა მიერ საკუთრების უფლების აღიარება.    რას გულისხმობს ტერმინი _ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწის [...]

ქალაქ დუშეთის კულტურული მემკვიდრეობა

cult_memk

  ქალაქი დუშეთი საქართველოს ერთერთი უძველესი ქალაქია. სპეციალისტთა მიერ იგი ხასიათდება, როგორც მდიდარი არქიტექტურული მემეკვიდრეობის ქალაქი, რომლის ისტორიული ნაწილის განაშენიანება მიეკუთვნება იმ ერთიან არქიტექტურულ მთლიანობას, რომელიც საქართველოს სხვა ისტორიულ ქალაქდაგეგმარებით სტრუქტურებთან ერთად ქართული ურბანული მემკვიდრეობის განუყოფელი და უმნიშვნელოვანესი ნაწილია.ქალაქ დუშეთში გვხვდება:  წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის IX საუკუნის უძველესი ეკლესია ქალაქის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში; “წმინდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედი [...]

ქალაქი დუშეთი

q_dusheti

 ქალაქი დუშეთი დამრეც რელიეფზე გაშენებული პატარა უძველესი ისტორიული ქალაქია. ე.წ. სამხედრო გზის ახლოს მდებარე ეს ქალაქი დღეისათვის ნაკლებ ფუნქციურია, თუმცა გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იმ ღირსებებით, რომელთა წარმოჩენა კეთილად წაადგება ქალაქის განვითარებას. ქალაქი დუშეთი გამორჩეულია XIX-XX საუკუნეების ურბანული მემკვიდრეობით: ძველი ქალაქის ქუჩათა ქსელით, სხვადასხვა დროის მიმდინარეობათა შერეული სტილის არქიტექტურული შენობებით, IX საუკუნის რელიგიური ძეგლით და სხვა [...]

ილია დუშეთში

Copy of 32

კავკასიის მეფისნაცვალის 1864 წლის 1 თებერვლის ბრძანებით, თავადი ილია გრიგორის ძე ჭავჭავაძე თბილისის გუბერნიის, დუშეთის მომრიგებელი განყოფილების მომრიგებელ მოსამართლედ დაინიშნა, წლიური ხელფასით – 2400 მანეთი. მისი სახელმწიფო სამსახურში გადასვლის მიზეზი გახდა ჟურნალ “საქართველოს მოამბის” დახურვა. საყვარელ საქმეს მოწყვეტილი ილია იძულებული შეიქმნა სახელმწიფო სამსახურში ჩამდგარიყო ფინანსური სახსარის მოსაპოვებლად. ამრიგად, დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია [...]

დუშეთის მუნიციპალიტეტი

dushmun

 დუშეთის მუნიციალიტეტი მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, მისი ცენტრია ქალაქი დუშეთი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფართობი შეადგენს 2981.5 კმ2-ს. მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია: ქალაქი დუშეთი, დაბა ჟინვალი, დაბა ფასანაური, 288 სოფლისგან შემდგარი 15 თემი. ეს თემებია: ხეობა, ლაფანანთკარი, ჭოპორტი, ჟინვალი, მაღაროსკარი, უკანაფშავი, ხევსურეთი, შატილი, ქვეშეთი, ფსანაური, გუდამაყარი, ანანური, ბაზალეთი, მჭადიჯვარი, გრემისხევი. ქალაქი დუშეთი მდებარეობს საქართველოს დედაქალაქიდან 42 კილომეტრში, საქართველოს სამხედრო [...]