სიახლეები

ყველანი ერთად _ ერიც და ბერიც

shexvedra meufestan kulturuli memekvidreobis temaze

   18 სექტემბერს დუშეთის სამრევლო სკოლაში, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საზოგადოებრივი ჯგუფის ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან შესახვედრად მობრძანდა მეუფე ზოსიმე იმ პრობლემურ თემებზე სასაუბროდ, რომელიც ეხება ქალაქ დუშეთის ისტორიული ზონის ურბანული განვითარების საკითხებს.    ეპარქმა ჩვენგან მოისმინა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის საკითხებზე მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ:1. უახლოეს პერიოდში საკრებულოს განხილვისა და მიღებისათვის წარედგინება უკვე დასრულებული პირველი სამართლებრივი [...]

დუშელების სახელითა და სახელმწიფოს ფულით კერძო ინტერესების დაკმაყოფილების სქემა_როდემდე გავაგრძელოთ ასე ხალხნო და ჯამაათნო?

წიტელისოფლის ბაზარი

       დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტის საკითხზე მისულებს, განსახილველ საკითხად სოფელ წითელისოფელში დუშეთის ე.წ. “პრიორიტეტულ” პროექტად წარდგენის თემა “შემოგვეჩეხა”, პროექტის ღირებულებად 250 ათასი ლარი იყო განსაზღვრული. ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე: რატომ არის ეს პროექტი პრიორიტეტული; რატომ გვენგრევა აქვე, დუშეთის ცენტრში, ღირებული შენობა, რომლის სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულება 170 ათასი ლარია; რატომ [...]

სიამაყითა და ტკივილით ჭავჭავაძის ქუჩის შესახებ

11072013648

     ჩვენს მიერ დასმულ საკითხზე _ ჭავჭავაძის ქუჩის საფარის ქვაფენილით რეაბილიტირების შესახებ, ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიღწეული ზეპირი შეთანხმება მოულოდნელად საკორექტივო პროექტთა რიცხვში მოექცა. ამ ქუჩაზე მდებარე ძველი სასამართლოს შენობის ექსპერტიზა ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ უკვე ჩატარებულია, რაც თქვენი _ დუშელების დიდი თანადგომის შედეგია. უახლოეს პერიოდში მივიღებთ სპეციალისტთა დასკვნას შენობის ფიზიკური მდგომარეობის შესახებ. ჭავჭავაძის ქუჩა ჩვენი [...]

სააკაძის ქუჩა _ პირველი მერცხალი

saakadzis quca

   საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაზიარებული იქნა ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაცია: სააკაძის ქუჩის 400 მეტრიან იმ მონაკვეთზე, სადაც მდებარეობს გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია და ყარანგოზიშვილების კოშკი “შეუპოვარი”, დაგებული იქნას მსხვილი _ მასიური ქვის ქვაფენილი; ეკლესიის მხარეს კი გაკეთდეს ნალექისაგან დამცავი კედელი. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა ცვლილება ამ პროექტის დაფინანსების გაზრდის თაობაზე და ამჟამად [...]

ჩვენი ფუძნარი

22082013684

    ჩვენი ეპარქიის გაზეთ “ფუძნარს” დაარსებიდან 5 წელი შეუსრულდა.  გაზეთისათვის სასაჩუქრე მასალის მოსაპოვებლად, მისი სახელის ფუძეს _ ფუძნარის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიას მივაშურეთ. ვსარგებლობთ შემთხვევით და მცირეოდენ ინფორმაციას მოგაწოდებთ მის შესახებ.  ადგილზე მისულებს ხარაჩოებში ჩასმული ტაძარი შემოგვეგება იმ ადამიანთა გარემოცვაში, რომელთა მზურნველმა ხელმაც მას ახალი სიცოცხლე უნდა შესძინოს. მასპინძელი გუნდი საკმაოდ წარმომადგენლობითი აღმოჩნდა: პროექტის დამფინანსებელი [...]