სიახლეები

შეხვედრა საიას ოფისში

IMG_1807

დუშეთის საზოგადოებას გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია რეგიონალური საკითხების განხილვასა და მუნიციპალური თვითმმართველობის საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელებისას არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის ჩართულობის მიმდინარეობის პროცესის შესახებ.   პირველად არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის გაერთიანება დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ბატონ ირაკლი ტრიპოლსკისთან, 2013 წლის თებერვლის თვეში შემდგარ შეხვედრაზე დაფიქსირდა. ამ შეხვედრაზე გაცხადდა საზოგადოებაში დიდი ხნის წინ დაგროვილი პრობლემები.   მეორე [...]

ჩემი დღევანდელი ფიქრის საგანი

ჩვენს გარშემო ახალი ტერმინები მკვიდრდება: მონიტორინგი, ადვოკატირება, სამოქალაქო საზოგადოება, ჩართულობა, საჯაროობა, საზოგადოებრივი სექტორი და სხვა. გვჭირდება ამ ტერმინთა არსში გარკვევა? ეს რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის? რა შეიცვლება? როგორ შეიცვლება?   ამბობენ, ტერმინი “სამოქალაქო საზოგადოება” ჯერ კიდევ არისტოტელედან მომდინარეობსო. რა არის სამოქალაქო საზოგადოება? ეს ჩემი, შენი, სხვათა თავისუფალი ერთიანობაა. იგი მოიცავს საზოგადოებრივ ჯგუფებს, არასამთავრობო სექტორს, გარკვეული საკითხის გარშემო [...]

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა/ზღაპარი

zrapariyo

       იყო და არა იყო-რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი წარმტაცი ქვეყანა, სახელად საქართველო და მის მთიანეთში კი, ერთი პატარა ქალაქი, სახელად დუშეთი.       ამ ქალაქში იბადებოდნენ და ცხოვრობდნენ ადამიანები, რომელთაც ღვთის ბოძებული ყველა სიკეთე დაჰყვათ დაბადებიდან: ჯანმრთელი სხეული, სუფთა სული, უმშვენიერესი ბუნება და საუკეთესო განცდა ერთიანობის, სიყვარულის, სილამაზის. მოდიოდნენ დასაბამიდან [...]

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის კონკურსის შესახებ

პირველად დუშეთის ისტორიაში გადაწყდა გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარება. დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე დაინიშნა გამგებლის ასარჩევი საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე. თავის მხრივ, კომისიის თავმჯდომარემ დააკომპლექტა კომისია. დუშეთის არასამთავრობო სექტორმა მონიტორინგი განახორციელა კონკურსის მიმდინარეობაზე კომისიასთან კითხვა-პასუხის რეჟიმითა და ასევე საკონკურსო პროცესის ეტაპებზე დასწრების გზით.    საზოგადოების კითხვას _ რა ნიშნით შეირჩა კომისიის წევრები, ფრიად არალოგიკური, გაუგებარი [...]

დუშეთის 2013 წლის ბიუჯეტი

   ძვირფასო თანამოქალაქეებო, ჩვენი დუშეთის მაცხოვრებლებო!    გვინდა მოგაწოდოთ დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის _ “კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის” მოთხოვნის საფუძველზე გადმოცემული დუშეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაცია:    საბიუჯეტო მონაცემების ანალიზი გვაძლევს შემდეგი დასკვნების გაკეთების საფუძველს. გაგაცნობთ ძირითად მოცემულობებს. I. შემოსავლების ნაწილში: აშკარაა, რომ 2012 წლის ბიუჯეტი იყო პოლიტიკური ბიუჯეტი, ვინაიდან 2012 [...]