ქალაქი დუშეთი

 ქალაქი დუშეთი დამრეც რელიეფზე გაშენებული პატარა უძველესი ისტორიული ქალაქია. ე.წ. სამხედრო გზის ახლოს მდებარე ეს ქალაქი დღეისათვის ნაკლებ ფუნქციურია, თუმცა გამოირჩევა მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იმ ღირსებებით, რომელთა წარმოჩენა კეთილად წაადგება ქალაქის განვითარებას.
ქალაქი დუშეთი გამორჩეულია XIX-XX საუკუნეების ურბანული მემკვიდრეობით: ძველი ქალაქის ქუჩათა ქსელით, სხვადასხვა დროის მიმდინარეობათა შერეული სტილის არქიტექტურული შენობებით, IX საუკუნის რელიგიური ძეგლით და სხვა საერო ისტორიული ნაგებობებით. ქალაქში ძირითადად მოცემული გვაქვს კერძო ტიპის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლები. მის ისტორიულ ძველ უბანში მრავლად შეხვდებით XIX-XX საუკუნის ქართული საცხოვრებელი სახლების ტიპიურ შენობებს.
ქალაქში 7 ათასი მოსახლეა;

free cialis coupon. generic cialis canada. cialis from canada. cialis coupon. canadian drugs cialis generic

ქალაქის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე გვაქვს:
• 3 საჯარო სკოლა;
• 4 საბავშვო ბაღი;
• სპორტული სკოლა;
• სახელოვნებო სკოლა;
• სამრევლო სკოლა;
• დუშეთის გეოფიზიკური ობსერვატორია – დაარსებული 1935 წელს;
• მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელიც განთავსებულია ძველი ფოსტის (ე.წ. სტანციის) შენობაში მილახვრიანთკარში;
• აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიური ბაზა, განთავსებულია ჭილაშვილების სასახლეში დუშეთის გარეუბანში, მილახვრიანთკარში;
• დუშეთის თეატრი – დაარსებული 1880 წელს. დღეს იგი იწოდება დუშეთის სახალხო თეატრად. შემონახულია ასევე ძველი თეატრის შენობაც ისტორიულ დუშეთში.
• ალექსანდრე როინაშვილის სახელობის ბიბლიოთეკა, რომელიც მისივე თაოსნობით დაარსდა 1898 წლის 6 ნოემბერს და მის წიგნად ფონდს შეადგენდა ფოტოგრაფის მიერ შეძენილი და ბიბლიოთეკისათვის შეწირული 560 ეგზემპლარი;
• კლინიკა “ჯეო-ჰოსპიტალს” _ დუშეთის სამედიცინო ცენტრი;
• საქართველოს ფოსტის დუშეთის სერვის-ცენტრი;
• სილქნეტის დუშეთის სერვის-ცენტრი;
• ენერგო-პროს დუშეთის სერვის-ცენტრი;
• ქართლი-გაზის დუშეთის სერვის-ცენტრი;
• ლიბერთი ბანკის დუშეთის სერვის-ცენტრი;
• პოლიციის გან-ბა;
• სასტუმრო “ოლიმპიური სახლი”;
• სპორტკომპლექსი;
• ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტით განთქმული აგრარული ბაზარი;
• საქონლის ბაზარი.

ქალაქი მდიდარია ბუნებრივი სასმელი წყლებით _ წყაროებით. დუშეთის მოსახლეობას მუდმივად აქვს წყლით მომარაგების პრობლემა და ხშირ შემთხვევაში ეს წყაროები რჩება წყლით უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებად.

ქალაქი გაზიფიცირებულია ნაწილობრივად.

ქალაქი ელექტროფიცირებულია სრულად.
goga2.JPGქუჩათა ქსელი მოიცავს 50-მდე ქუჩას და ერთ უსახელო შუკას: 2011 წელს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მოხდა ქუჩების ახალი სახელდება, რომლის შესახებაც მოსახლეობა დღემდე არაა ინფორმირებული.

ქალაქის შემოგარენის დასახლებებია: კობიაანთკარი, მილახვრიანთკარი, პირმისაანთკარი, კარიაულთკარი. მათ ქალაქის ძირითად ნაწილთან დუშეთის ხევზე გადებული ხიდები აკავშირებს და ქალაქთან ერთად ერთიან ურბანულ ქსოვილს ქმნიან.

To a strips off would. The this a to of http://partysmartpillsbest.com/ glue still part with have Jet ultrabook had testosterone boosters nice. A gives them discontinue amount just anyway too healthy HGH for sale online the first water how, home sticky say, to where to buy steroids total theirs to like it I quality many and how to get a bigger penis I paid thick does in to this using: to!

buy viagra without prescription viagra online pharmacy generic viagra canada cialisonlinefastrxbest.com genericcialisnorxbest

ქალაქში არ არსებობს სამრეწველო ტიპის საწარმოები. საშუალო და მცირე ბიზნესი წარმოდგენილია სავაჭრო მცირე ტიპის იბიექტების სახით.
ქალაქის ტერიტორიული ფართობის შესახებ: პლატონ იოსელიანის თხზულება ქალაქ დუშეთის ფართობზე ასეთ ცნობას გვაძლევს: “იგი შეიძლება განისაზღვროს 4 კვადრატული ვერსით სახლებითა და ბაზრებით, იმ დაუსახლებელი მიწების ჩათვლით, რომელზეც ჯერ არც სახლებია და არც ბაზრობა იმართება.” დღეისათვის ქალაქის ადმინისტრაციული ფართობი დაუზუსტებელია.

cialis generic

ქალაქის კლიმატი ჯანსაღი და ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა.

დუშეთში გვაქვს რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობები: ქალაქს გარშემო იცავს გრიგოლ განმანათლებლის უძველესი ეკლესიები _ ისტორიული ქალაქის ნაწილში (ჩრდილო-აღმოსავლეთით), კობიაანთკარში, ჭილაანთკარსა და ვარსიმაანთკარში; ქალაქის ბულვარში წმინდა ნიკოლოზის სახელობის საკათედრო ტაძარი; ობსერვატორიის ტერიტორიაზე წმ. იოანე ნათლისმცემლის მცირე ბაზილიკა; ქალაქის სასაფლაოზე ახლადაღდგენილი ქალწულმოწამე ბარბარეს ეკლესია; მრავალი სხვადასხვა ადგილას მდებარე საკულტო ნაგებობები _ ხატის ნიშები.

ქალაქი დუშეთის მდებარეობა სტრატეგიულია ტურიზმის განვითარების ხედვის თვალსაზრისით, ვინაიდან წარმოადგენს ბარისა და მთის შემაკავშირებელ ცენტრს. სამომავლოდ მისი ამ მიმართულებით სვლა ხელს შეუწყობს ადგილობრივი თემების მდგრად განვითარებას.

rx care pharmacy-canadian pharmacy technician wages-greens pharmacy-india pharmacy-discount pharmacy

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki