დუშელების სახელითა და სახელმწიფოს ფულით კერძო ინტერესების დაკმაყოფილების სქემა_როდემდე გავაგრძელოთ ასე ხალხნო და ჯამაათნო?

წიტელისოფლის ბაზარი

       დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ჭავჭავაძის ქუჩის სარეაბილიტაციო პროექტის საკითხზე მისულებს, განსახილველ საკითხად სოფელ წითელისოფელში დუშეთის ე.წ. “პრიორიტეტულ” პროექტად წარდგენის თემა “შემოგვეჩეხა”, პროექტის ღირებულებად 250 ათასი ლარი იყო განსაზღვრული. ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე: რატომ არის ეს პროექტი პრიორიტეტული; რატომ გვენგრევა აქვე, დუშეთის ცენტრში, ღირებული შენობა, რომლის სარეაბილიტაციო პროექტის ღირებულება 170 ათასი ლარია; რატომ არ ვმსჯელობთ სერიოზულად დუშეთის ტურისტული პოტენციალის ამოქმედების გეგმაზე; რატომ არ გვინდა ქალაქი გახდეს ამ მიმართულების ცენტრი და გამოვიდეთ ჩიხური მდგომარეობიდან; ვინ საზღვრავს პრიორიტეტებს; რატომ ხდება ასე დაუფიქრებლად, შესწავლის გარეშე ასეთი საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება; რატომ არ არის არც დასკვნები და არც პროექტი წარმოდგენილი ამ სხდომაზე?  

   საკრებულოს მხარდაჭერით (ორი წევრის გარდა) მივაღწიეთ ამ საკითხის დახურვას. გონიერმა წითელისოფლის მაცხოვრებლებმა პროექტის ერთიანი ხედის დანახვისას მაშინვე აუღეს ალღო, თუ დუშელების “პრიორიტეტული” პროექტითა და სახელმწიფო ფულით ვიღაცის კერძო საქმე რომ კეთდებოდა. ამას თავად შენც უმალ მიხვდები, ჩვენო მკითხველო.…

   სხვის საქმეში დუშელების სახელით მოთხოვნილ ფულზე უარის თქმა ამ თანხის დაკარგვა კი არ არის (როგორც ამას საკრებულოს სხდომაზე ერთერთი თანამდებობის პირი უკიჟინებდა იქ მყოფთ), არამედ პირიქით: რეალურად ჩვენს დასახმარებლად დასახარჯი თანხის მოთხოვნისას აღარავინ გვეტყვის: ბატონებო, თქვენ, დუშელებს უკვე დაგეხმარეთ, საქართველოში თქვენისთანა მუნიციპალიტეტი ათეულობითაა, ახლა იმათ უნდა დავეხმაროთო (როგორც ეს უკვე გვითხრეს რამდენიმე ადგილას დახმარების თხოვნით მისულებს. გპირდებით, რომ ამ თემებს ვსწავლობთ და დოკუმენტურ მასალასთან ერთად მოგაწვდით). ამ პროექტზე უარით ჩვენ ამ თანხის დაკარგვის შესაძლებლობა მოვსპეთ.

   ისევ ასე გავაგრძელოთ ხალხნო და ჯამაათნო?

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki