გაზის უნებართვო პროექტი ისტორიულ დუშეთში

ეს წერილი 2016 წლის 1 ივლისს გაეგზავნა  დუშეთის                                                                                                                                    მუნიციპალიტეტის გამგებელს, ბატონ გ. ჩოხელს

ბატონო გიზო,

2014 წლის 12 სექტემბერს შედგა სამმხრივი შეხვედრა (რომელსაც წინ უსწრებდა დაძაბული სამუშაო შეხვედრები) დუშეთის წარმომადგენლობას (ე. ტრიპოლსკი, გ.ჩოხელი, ლ. როინიშვილი), კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა (სააგენტოს დირ-ი ნ. ანთაძე) და შპს  ”სოკარი-გაზის” ხელმძღვანელობას შორის. ამ შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ ისტორიულ დუშეთში მიმდინარე გაზის უნებართვო მშენებლობის შედეგად გაყვანილი გაზსადენი ჩაითვალა დროებითად და კომპანია იღებდა გარანტიას საკუთარი ხარჯებით საჰაერო გაზსადენის მიწისქვეშა გაზსადენად გადაკეთების შესახებ. კომპანიისაგან წერილობითი სახითაც გეცნობათ, რომ ზემოხსენებული გარანტიების წარმოსადგენად ესაჭიროებოდა ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის ზონის ზუსტი გეგმა და საგარანტიო წერილის პროექტი. წელიწადი და ცხრა თვეა გასული ამ მოწერილობიდან და მიუხედავად ჩვენი მრავალი შეხსენებისა, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხრიდან არცერთი ქმედება არ განხორციელებულა პროცესის შემდგომი განვითარებისათვის. ”კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემუშავების წესი დადგენილია საქართველოს მთავრობის მიერ. წესი არ არის მარტივად დროში შესასრულებელი, ასევე არ გაგვაჩნია ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა, რომელიც უნდა გახდეს საფუძველი დამცავი ზონების დასადგენ პროცესში. დღეს ქალაქი სერიოზული გამოწვევის წინაშეა: არ გაგვაჩნია ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაცია, ამის პარარელურად მიმდინარეობს უნებართვო მშენებლობები, არ ხორციელდება მათზე ზედამხედველობა. ქალაქის კულტურული მემკვიდრეობის არასასურველი ზეგავლენისგან დაცვის მიზნით გთავაზობთ ამ ეტაპზე შემდეგ რეკომენდაციებს:

  1. გამოვსახოთ ქალაქის ტერიტორიაზე არსებული ყველა ძეგლის ინდივიდუალური დაცვის ზონის არეალები გრფიკული სახით. ეს ზონა კანონის საფუძველზე ავტომატურად არის დადგენილი ობიექტებისათვის ძეგლის სტატუსის მინიჭების მომენტიდან; წარვუდგინოთ ეს დოკუმენტი ძეგლთა დაცვის ეროვნულ სააგენტოს; მათთან ერთად შევიმუშავოთ საგარანტიო წერილის პროექტი, რომლის მისაღებად ყველა შემადგენლობა და დოკუმენტაცია უნდა წარედგინოს შპს ”სოკარი ჯორჯია გაზის” წარმომადგენლობას;
  2. უნდა დაიწყოთ თანდმიმდევრულად მუშაობა ქალაქგეგმარებითი დოკუმენტაციის სრული პაკეტის შესაქმნელად;
  3. ოპერატიულად უნდა იქნას გადაწყვეტილი ყველა საკითხი, დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზონების შემუშავების მიზნით.

სამწუხარო და გასაკვირია, რომ ასეთი გამოწვევების ფონზე არ არსებობს კომუნიკაცია სამოქალაქო საზოგადოებასთან, გაუგებარი მიზეზით შეჩერებულია შესაბამისი კომისიის მუშაობა, სახეზეა პროექტების დუბლირება და სხვა უამრავი პრობლემური მოცემულობები. მაინც გამოვთქვამთ იმედს, რომ გონიერების ჩარჩოში მოინდომებთ და შესძლებთ ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებას.

ორგანიზაციის დირექტორი:                      ლ. როინიშვილი

 

 

პატივისცემით,

აღმასრულებელი დირექტორი:                                     /ლ. როინიშვილი/

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki