სააკაძის ქუჩა _ პირველი მერცხალი

saakadzis quca

   საქართველოს ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაზიარებული იქნა ჩვენი ორგანიზაციის რეკომენდაცია: სააკაძის ქუჩის 400 მეტრიან იმ მონაკვეთზე, სადაც მდებარეობს გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესია და ყარანგოზიშვილების კოშკი “შეუპოვარი”, დაგებული იქნას მსხვილი _ მასიური ქვის ქვაფენილი; ეკლესიის მხარეს კი გაკეთდეს ნალექისაგან დამცავი კედელი. საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული იქნა ცვლილება ამ პროექტის დაფინანსების გაზრდის თაობაზე და ამჟამად მიმდინარეობს ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოხარული ვართ, რომ დუშეთში ბეტონის ქუჩების მოდა გადადის და ჩვენს ქალაქში ისტორიულ უბანს ექნება შესაბამისი ესთეტიური ინფრასტრუქტურა. 

 

 

 

 

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki