შეხვედრა ეუთოს ექსპერტთან

shexvedra eqsperttan

  15 ოქტომბერს, ეუთოს მისიის წამომადგენელი, ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ბატონი რობინ სიუორდი შეგვხვდა დუშეთის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს: საზოგადოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების (სამართლიანი არჩევნები, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დუშეთის ოფისი, “თავისუფალი არჩევანი საქართველოსათვის”, “კავშირი სამოქალაქო განვითარებისათვის”) წარმომადგენლებს.
    შეხვედრა მიმდინარეობდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეკითხვებიდან ჩანდა, რომ ბატონ რობინს გააჩნდა გარკვეული ინფორმაცია ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე და იგი დაინტერესებული იყო შემდეგი თემებით:
1. საკადრო პოლიტიკა საჯარო სამსახურებში 01 ოქტომბრის არჩვენების შემდეგ;
2. გამგებლისა და გამგეობის მოხელეთა კონკურსების შესახებ;
3. უსაფრთხოების საკითხები;
4. წინასაარჩევნო გარემო და მიმდინარე პროცესები;
5. საბიუჯეტო თემის მიმართ დამოკიდებულება;
6. ინფორმაციის მიწოდების თავისუფლება, არსებული საინფორმაციო საშუალებები;
7. ლტოლვილების თემა;
8. 1 წლის წინათ არსებული და 01 ოქტომბრის არჩევნების შემდგომი პერიოდების შედარებითი ანალიზი;
და სხვა შეხვედრის მიმდინარეობისას წამოჭრილი თემები.
    ექსპერტს შეხვედრისას (რომელიც 2.5 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა) დოკუმენტურად და დაწვრილებით მიეწოდა ინფორმაცია ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თემებთან დაკავშირებით, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან ყველა ოდიოზურ, კურიოზულ თუ კანონშეუსაბამო მიღებული გადაწყვეტილებებისა თუ ქცევის შესახებაც.
  ავღნიშნავთ, რომ მიმდინარე წელს ეს მესამე შემთხვევაა, როდესაც ასეთი ავტორიტეტული ორგანიზაციიდან უცხოელი დამკვირვებლები და ექსპერტები ინტერესდებიან ჩვენთან შეხვედრით და ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია უკვე ასახვას პოულობს მათ ანგარიშებში.
   შეხვედრის დასასრულს სტუმარს საჩუქრად გადავეცით პლატონ იოსელიანის წიგნი ჩვენს ქალაქზე, ქალაქ დუშეთის კულტურული მემკვიდრეობის თემის მიმართ მისი მხრიდან გამოჩენილი დაინტერესების პასუხად.
  დუშეთის მოსახლეობას კვლავაც მოგაწვდით ინფორმაციას სხვადასხვა წარმომადგენლობებთან ჩვენი შეხვედრების შესახებ. საინტერესო მასალის თქვენი მხრიდან მოწოდების შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ მის გავრცელებას ჩვენი ვებ-გვერდის _ www.ucd.ge მეშვეობით (რომლის მასალის ავტომატურ რეჟიმში მისაღებად გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე: http://facebook.com/ucdge და დაალაიქოთ) და ამ მასალის ექსპერტებისათვის მიწოდებას.

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki