შეხვედრა საიას ოფისში

IMG_1807

დუშეთის საზოგადოებას გვინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია რეგიონალური საკითხების განხილვასა და მუნიციპალური თვითმმართველობის საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელებისას არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის ჩართულობის მიმდინარეობის პროცესის შესახებ.
   პირველად არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის გაერთიანება დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატთან, ბატონ ირაკლი ტრიპოლსკისთან, 2013 წლის თებერვლის თვეში შემდგარ შეხვედრაზე დაფიქსირდა. ამ შეხვედრაზე გაცხადდა საზოგადოებაში დიდი ხნის წინ დაგროვილი პრობლემები.
   მეორე აქტივობა განხორციელდა 2013 წლის მარტის თვეში დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ასარჩევ კონკურსზე მონიტორინგისას, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთო ამ პროცესში და რომლის შესახებაც ჩვენი აზრი უკვე მოგაწოდეთ.
   მესამე აქტივობა შედგა 2013 წლის 26 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) დუშეთის წარმომადგენლობის ინიციატივით. მოეწყო მრგვალი მაგიდა საკუთრების უფლების თემასთან დაკავშირებულ შემდეგ კონკრეტულ საკითხებზე:
• საკუთრების უფლება და საკუთრების უფლების აღიარება;
• საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული თავისებურებები მაღალმთიან ზონაში;
• სახელმწიფო და მუნიციპალური ქონება, მისი აღრიცხვა, მოვლა, განკარგვა;
• ადგილობრივი თვითმმართველობის როლი უძრავი ქონების სარეგისტრაციო პროცესში;
• ქალაქის საბინაო ფონდი;
• კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ქონება.
   საკუთრების უფლება მოქალაქის კონსტიტუციური ძირეული უფლებაა, აქედან გამომდინარე ძალზედ აქტუალური თემაა. წლობით მოუგვარებელი საკითხები დაგროვდა და მწვავედ დადგა დღის წესრიგში. ამიტომ გადაწყდა შეხვედრის ორგანიზება: მონაწილე სამოქალაქო საზოგადოების (არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, საზოგადოების წარმომადგენლები), ასევე შეხვედრაზე მოწვეული დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობისა და მაჟორიტარი დეპუტატის მხრიდან მრგვალი მაგიდის თემებთან დაკავშირებით დისკუსიის მოწყობა.
  მოწვეული სახელისუფლებო ინსტიტუტების წარმომადგენელთა (სამწუხაროდ, არცერთი არ იყო წარმოდგენილი პირველი პირით) მიერ ვერ იქნა მოწოდებული პრობლემების და მათი გადაწყვეტის შესაძლებელი ხედვის შესახებ რაიმე ინფორმაცია და მოსაზრებები.
   მრგვალი მაგიდის მონაწილე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელები ვაფიქსირებთ შემდეგს:

  • ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში დაგროვილ საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული მწვავე პრობლემები მოითხოვს ხელისუფლებისაგან პრაქტიკული ნაბიჯების ოპერატიულად გადადგმას; 
  • არ არსებობს კომუნიკაცია ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის;
  • თვითმმართველობის მოუქნელი სტრუქტურა და საჯარო მოხელეთა არაპროფესიონალიზმი _ ერთერთი მთავარი ხელშემშლელი ფაქტორია პრობლემათა გადაჭრის გზაზე;
  •  საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილება და საჯარო ინსტიტუტების მიერ კანონის არაჯეროვანი შესრულება მოითხოვს სწორ მიდგომათა ხედვის შემუშავებას საკანონმდებლო დონეზე;
  • ადგილზე არასაკმარისად არის განვითარებული სამოქალაქო საზოგადოება, რის გამოც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაზე ზედამხედველობა ძალზედ სუსტია.

მრგვალი მაგიდის მონაწილე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შევთანხმდით შემდეგზე:

  • აქტიურად ვიმუშაოთ სამოქალაქო სექტორის გასააქტიურებლად თვითმმართველობის საქმიანობაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით;
  •  ჩამოყალიბდეს და მიეწოდოს წერილობითი სახით ადგილობრივ ხელისუფლებასა და დუშეთის მაჟორიტარ დეპუტატს შეხვედრაზე გაჟღერებული თემები შესაბამისი რეკომენდაციებით.

ჩვენო თანამოქალაქენო, თემებისა და კონკრეტული საკითხების მიხედვით მოგაწვდით საკუთრების უფლების პრობლემათა არსს მათი გადაწყვეტის ჩვენეული მოსაზრებებითა და რეკომენდაციებით.
   გამოგვეხმაურეთ, მოგვაწოდეთ თქვენი აზრი.  ჩვენს შორის დიალოგი პრობლემათა გადაჭრის სერიოზული საწინდარია.

გელით ჩვენს ვებგვერდზე, რომელზე გადასასვლელადაც დააჭირეთ ამ ბმულს: http://www.facebook.com/ucd.ge ყოველდღიური სიახლეებისა და განახლებების ავტომატურ რეჟიმში მისაღებად დაგვალაიქეთ. 

Sorry:
- Picasa feed not found. Please recheck your ID and check that your account/album is set to public, not private.

Share to Facebook
Share to Google Plus
Share to MyWorld
Share to Odnoklassniki