Posts Tagged ‘დუშეთი’

ისტორიული დუშეთის მაცხოვრებელთა საყურადღებოდ

  მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული პირობების არსებობის შემთხვევაში, დამატებითი სამუშაოების დაფინანსების მოპოვება. ვისაც გაგაჩნიათ ისტორიული დუშეთის ნაწილში ფართობი, რომლის საცხოვრებელი მიზნით გამოყენების საჭიროება არ გაგაჩნიათ, ამასთან ერთად გაქვთ სურვილი მისი არასაცხოვრებელი მიზნით გამოყენების თაობაზე, გთხოვთ, თქვენი მოსაზრებებით დაგვიკავშირდეთ ტელეფონზე: 5 99 58 27 81, ლია როინიშვილი

კაი ყმა

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის გაზეთ ”მემკვიდრე”-ს ერთერთ ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით _ ”არა მხოლოდ პურითა ერთითა”. მასში ჩვენებური მხატვრის, ავთო მოსიაშვილის შესახებ მოგითხრობდით. სტატიის ბოლოს, ბატონი ავთოს ერთერთ რადიოინტერვიუზე დაყრდნობით, რომელშიც ის თავისი მორიგი პერსონალური გამოფენის ოსლოში ან დუშეთში მოწყობის შესაძლებლობაზე საუბრობდა, სტატიის ავტორი ბიჭი სიანაიძე წერდა, ”ჩვენი ამბავი რომ ვიცი,აქაც ოსლოელები გვაჯობებენ”. არ ვიცი, გვაჯობეს […]